ამერიკულმა ავიაკომპანიამ American Airlines-მა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, 20 აპრილამდე ჩინეთის მიმართულებით ყველა რეისს აუქმებს.
მანამდე ავიაკომპანიამ ჩინეთის მიმართულები ფრენები თებერვლის ბოლომდე გააუქმა, ოდნავ მოგვიანებით კი მარტის ბოლომდე.
კომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს ჰონგ-კონგში, პეკინსა და შანხაიში.