ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ოფიციალური სახელი მიაკუთვნა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ ღებრესიუსმა განაცხადა.
"დღეიდან, კორონავირუსს ოფიციალური დასახელება მივანიჭეთ და ეს არის Covid-19, სადაც Co ნიშნავს Coronavirus-ს, Vi ნიშნავს Virus-ს, ხოლოდ D ნიშნავს Disease-ს (დაავადება)", - განაცხადა ღებრესიუსმა.
მანამდე გავრცელდა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსისთვის ოფიციალური სახელწოდების მინიჭებას გეგმავდა შემდეგი კრიტერიუმების დაცვით: სახელწოდება არ უნდა ყოფილი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ცხოველის, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმანიშნებელი.