"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ეხმიანება.
როგორც ლინკევიჩუსი აცხადებს, ის შეშფოთებულია უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
"შეშფოთებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთას ეხება.
სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციის დევნისთვის. ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მოახლებული საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.