"რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამომისვლის აღდგენაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც თბილისში დასრულდება რუსოფობიური კამპანია და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება სრულად იქნება დაცული", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
რუდენკოს სიტყვებს ციტირებს რუსული სააგენტო RIA.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავიამომისვლის აკრძალვა „დროებითი იძულებითი ღონისძიებაა, რომელიც 2019 წლის ივნისში, თბილისში მიმდინარე „ანტირისული კამპანიის“ საპასუხოდ დაწესდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისში ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო.
საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა ავიაემბარგო გამოაცხადა და ასე გადაწყვიტა საქართველოს “დასჯა”. პირდაპირი ავიამიმოსვლის ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.