ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა, რაოდენობა ჩინეთში 908-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 40 ათასზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
ამგვარად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაინფიცირებულთა რაოდნეობა 3 ათასით გაიზარდა, გარდაიცვალა 97 დაავადებული.
ახალი კორონავირუსის აფეთქება ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ მომენტისთვის ჩინეთში იზოლაციაში 45 მლნ ადამიანი იმყოფება.
9 თებერვალს ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირება თებერვლის მეორე ნახევრიდან ივარაუდეს.