ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა "მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის" ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა. 56 წლის ბრედ პიტისთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს პირველი "ოსკარია".
თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა რეჟისორს, კვენტინ ტარანტინოს და პარტნიორს ფილმში, ლეონრადო დიკაპრიოს.
ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში" შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა. ამავე კატეგორიაში მისი კონკურენტები იყვნენ ტომ ჰენქსი ("მშვენიერი დღე მეზობლად"), ალ პაჩინო ("ირლანდიელი"), ჯო პეში ("ირლანდიელი") და ენტონი ჰოპკინსი ("ორი პაპი").
ბრედ პიტმა "ერთხელ ჰილივუდში" შესრულებული როლისთვის მანამდე "ოქროს გლობუსის", კინომსახიობთა გილდიის, BAFTA-ს და სხვა ჯილდოები მიიღო.