პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე სტრასბურგში შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ვიზიტი სტრასბურგში 12-13 თებერვალს შედგება. ვიზიტის ფარგლებში კი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.
"ჩვენ ჩავდივართ სტრასბურგში იმისათვის, რომ შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტიდან.
ეს კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ამ შეხვედრებზე გვექნება საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან დაკავშირებით მივაწვდით ინფორმაციას ჩვენ მეგობრებსა და კოლეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.