მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მეცოსოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მასკანის ოპერიდან "სოფლის ღირსება" სანტუცას პარტია შეასრულა.
სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო რიკარდო მუტი დირიჟორობდა.
ანიტა რაჭველიშვილმა ტრადიციულად, თანაბრად აღაფრთოვანა მსმენელი და კრიტიკოსი.
"გულის ამაჩუყებელი, სუნთქვის შემკვრელი, ინტენსიური: ანიტა რაჭველიშვილი იყო ყოველივე ეს და ამაზე მეტიც ხუთშაბათ საღამოს პიეტრო მასკანის ოპერაში "სოფლის ღირსება" ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო რიკარდო მუტი ხელმძღვანელობდა.
ქართველი წამოშობის მეცო სოპრანომ ყოველ ტაქტს, ნოტს მაქსიმალურად გამოჟღენთა მნიშვნელობა თუ ემოცია და დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქა ჩიკაგოელ მსმენელს.
ანიტა რაჭველიშვილმა კვლავაც ცხადჰყო, თუ რატომ არის ის დღევანდელობის ერთერთი ყველაზე კაშკაშა საოპერო ვარსკვლავი", - წერს გამოცემა Chicago Suntimes-ი.
ფოტო: © Todd Rosenberg Photography