თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ბალახს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და სახანძრო ჯგუფი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.