ჩინეთის პრეზინდეტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, განაცხადა, რომ ჩინეთი აუცილებლად დაამარცხებს ახალ კორონავირუსს. იტყობინება Reuters-ი.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შეერთებულ შტატებს ვირუსის შესახებ უსაფუძვლო პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ჩინეთის ხელისუფლების ეს განცხადება პასუხია შეერთებული შტატების გადაწყვეტილებისა, რომლის ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ყველა ადამიანს, ვინც ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 636-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 31 ათასი ადამიანი.