"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია გაკეთებულ განცხადებებს ბრიყვულს უწოდებს და ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებები საერთაშორისო მეგობრების კრიტიკას გაამწვავებს.
"რადგან ასე დიდ გულზე არიან, რომ აი 60% გვაქვს, მაშინ რატომ გადააგდეს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით?! რატომ შეიყვანეს ქვეყანა კრიზისში?! რატომ უწევთ ახლა სირბილი ვაშინგტონში?! კომუნიკაციას ვამყარებთო. ხელისუფლებაში ჰყოფნის მე-8 წელს ამყარებენ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან?! დაანებონ თავი ამ ბრიყვულ განცხადებებს. ივანიშვილის მასხარები მოეგონ გონს. ჩვენ ოპოზიცია საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ და ნებისმიერი სცენარებისთვის ვართ მზად“, - აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკაში ოფიციალური ვიზით იმყოფება. ის ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ერთ-ერთ შეხვედრამდე მან განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ვაშინგტონში ატარებს, რადგანაც საქართველოში საზოგადოებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს.