7 თებერვალს, 12:00 საათზე სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel (Grand royal Ballroom) პროექტის „ეთნო რალი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ინოვაციური პროექტი „ეთნო რალი“ 2020 წლის 13-20 ივლისს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.
„ეთნო რალის“ წარმომადგენლის თქმით, #ეთნორალი უნიკალური პროექტია, რომელსაც არამხოლოდ რეგიონში, ზოგადად ანალოგი არ გააჩნია! ეს არის სამოყვარულო რალი, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკო ტურიზმის და შეჯიბრის ნაზავს.
„ეთნორალი - არ გახლავთ რბოლა კლასიკური გაგებით. იგი რიგით, მოყვარულ მძღოლებს სათავგადასავლო რბოლაში მონაწილეობის უნიკალურ შანს საძლევს. ეთნო რალის მიზანია საქართველოს იმ რეგიონების პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, რომელიც შედარებით მოწყვეტილია საერთო ტურისტულ მარშუტს, მაგრამ გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი. მარშრუტი მოიცავს 8 რეგიონს და გაივლის 33 ქალაქს და 300 სოფელს. რალში მონაწილეობს ოთხი ტიპის ავტო ტრანსპორტი - მოტოციკლი, სედანი, ჯიპი და სატვირთო“, - წერია პროექტის ორგანიზატგორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.