სპორტული პროდუქციის ცნობილმა გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ "ადიდასმა" დღეს განაცხადა, რომ ჩინეთში ბევრ მაღაზიას დროებით ხურავს. ამის მიზეზია ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება, რომელმაც 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. იუწყება "ამერიკის ხმა".
კომპანიას ჩინეთში დაახლოებით 12 000 მაღაზია აქვს. გასული წლის დასაწყისში, "ადიდასის" ნაწარმის გაყიდვა 11%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი 14%-ით.
ანალოგიური ნაბიჯებისთვის ემზადება "ნაიკი" და "ჰუგო ბოსი". მათ რამდენიმე მაღაზია ჩინეთში უკვე დახურეს. ამ თემაზე კომენტარისგან დღეს თავი შეიკავა "ადიდასის" გერმანულმა კონკურენტმა "პუმამ".
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი არამარტო ადგილობრივ, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.