ოპოზიციას ვურჩევ, იფიქროს, გადაწყვეტილება რაციონალურად მიიღოს და 100/50-ზე მოდელს დათანხმდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, არჩევნები დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში სხვა გზა არ რჩება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში გვიწევს, არჩევნები იმ სისტემით ჩავატაროთ, რაც დღეს გვაქვს 77-73-ზე. ოპოზიციას ვურჩევ, იფიქროს, გადაწყვეტილება რაციონალურად მიიღოს და 100/50-ზე მოდელს დათანხმდეს. ამ დოკუმენტში ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება არ არსებობს. როცა თავიდანვე მიუთითებენ, რომ ეუთო/ოდირი არ არის კომპეტენტური, მის კომპენტენციაში არ შედის კონსტიტუციურობის განსჯა, ამის შემდეგ კონსტიტუციურობაზე საუბარი არის უხერხული, არაკომპეტენტურობა და უცოდინრობა“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.