ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, თუ კი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გენერალური პროკურირის პოსტზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრობლემას ვერ ხედავს, თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შეირჩევა.
„მე ირაკლი შოთაძის წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. როდესაც სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ან საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში, ან რომელიმე ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ, არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი.
მისი გადადგომა იყო შეცდომა, ეს ხმამაღლა ვთქვი, თუმცა მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი. მე ამას დღეს უფრო მკაცრად ვაფასებ და მისი წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, თუ კი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.