საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოდირის დასკვნას და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო.
"პოლიტიკურად "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, ერთი წინადადება - სად წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ხომ მარტივი წინადადებაა? ეს წინადადება გვითხრან. ამაში ჩანს მათი უნიათობა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის მიერ მომზადებული დასკვნა გამოქვეყნდა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის ქვეყნის სუვერენული უფლება და კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.