სწორება გვაქვს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მიიღოს სულ ცოტა 50 პროცენტიდან 60 პროცენტამდე შედეგი - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, 60 პროცენტამდე შედეგი არ არის უტოპია, ეს არის რეალობა.
„თუ რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მაღალი შედეგის მიღების იმედი, იმედი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობა არის ასეთი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენი რეიტინგი 60 პროცენტია, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდი იძლევა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, როდესაც ამ ნეგატიური დღის წესრიგის გარდა, უფრო მეტად შევძლოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენს პროგრამაზე საუბარი. ერთია, რას ალაგებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტებში და მეორეა, რა ხდება საზოგადოებაში რეალურად. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც ვსახავთ გეგმებს, რომელიც 60 პროცენტს უახლოვდება“ ,- განაცხადა მდინარაძემ.