პარლამენტთან საპროტესტო აქციები განახლდა. სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალემ" პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყო და "მწვანე ღობეზე" რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინ არის აღმართული კრემლის ბანერი გააკრა.
აქტივისტების თქმით, ბანერის იმის გამოხატულებაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას რუსული მეთოდებით მართავს.
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სირცხვილის დერეფნები მოაწყვეს. აქციაზე მიიტანეს ბანერები, რომელზეც არის წარწერა – „სირცხვილია“. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.
პროტესტის პარალელურად პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც აქამდე დაგეგმილი არ იყო.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მათი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს მსგავსი დისკმოფორტები შეუქმნან.