პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სირცხვილის დერეფნები მოაწყვეს. აქციაზე მიიტანეს ბანერები, რომელზეც არის წარწერა – „სირცხვილია“. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.
პროტესტის პარალელურად პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც აქამდე დაგეგმილი არ იყო.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მათი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს მსგავსი დისკმოფორტები შეუქმნან.
"ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამანების ხმა, მაინც მოაღწევს თქვენამდე, სადაც არ უნდა დაიმალოთ, როგორც არ უნდა დაიმალოთ. ამის შეხსენებას მუდმივად ვაპირებთ. ასე ფეხდაფეხ ვივლით, რომ დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, მოვიდნენ ადრე, შეძვრნენ ადრე, დაიმალონ, ეს არის ჩვენი ამოცანა", - ამბობს გიგი უგულავა.