გიორგი თარგამაძე "ფორმულის" გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. იუწყება ტელეკომპანია "ფორმულა".
ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა, "დროება" ეთერში, სავარაუდოდ, აპრილში გავა.
"ფორმულას“ საინფორმაციო და საზოგადოებრივი მაუწყებლობის მთავარი მიზანი არის, ყველა კატეგორიის მაყურებლისა და მკითხველის ნდობა დაიმსახუროს.
ეს იქნება ერთის მხრივ, ყველაზე დიდი ვალდებულება და მეორეს მხრივ ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც შეიძლება დავიმსახუროთ.
ყველაფერი დანარჩენი, რაც შეეხება ფორმას და ტექნოლოგიებს, მხოლოდ ამდაგვარი შინაარსით მიტანას შეიძლება ემსახურებოდეს და ამ მხრივ საოცრად დიდი პოტენციალის, გამოცდილი და, ამავდროულად, ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდია შეკრებილი და საინფორმაციო გადაცემებში მათი შესაძლებლობების გამოყენება ჩემი ვალდებულება იქნება“, - აცხადებს გიორგი თარგამაძე.