საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ბიოლოგიური მასალა ნიდერლანდების სამეფოში, როტერდამის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს.
ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც, კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 632 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.