ბატონი მდინარაძე ტყუის, ლობისტურ კომპანიასთან ენმ-ს კონტრაქტზე ბათუ ქუთელიას ხელმოწერა არ არის, - განაცხადა ენმ-ში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა და ჟურნალისტებს კონტრაქტი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, ბათუ ქუთელიას ხელმოწერა არ არის.
"ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, წარმოდგენილია ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. მე ახლა წარმოგიდგენთ კონტრაქტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის.
აქ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა, ამიტომ, ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა, ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნების" ერთთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 ტებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯისა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის 2019 წელს გაფორმებული კონტრაქტში "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.