3 თებერვალს ევროკომისიამ გაერთიანებულ სამეფოსთან ახალი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების დირექტივების პროექტი წარადგინა.
ეს დირექტივები მოიცავს მოლაპარაკებების სახელმძღვანელო პრინციპებს ინტერესთა ყველა სფეროში, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, სისხლის სამართლის საკითხებში სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო თანამშრომლობის საკითხებს, საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას და თავდაცვას. ასევე, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობას და თანამშრომლობის სხვა თემატურ სფეროებს.
ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დირექტივებს თანხმობა ევროკავშირის საბჭომ უნდა მისცეს, რის შემდეგაც ევროკომისიას მიეცემა უფლებამოსილება, ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებები დაიწყოს დიდ ბრიტანეთთან.
31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი, ოფიციალურად დატოვა.
ბრექსიტის შემდეგ დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რომელიც გაგრძელდება 2020 წლის ბოლომდე.
ამ დროის განმავლობაში, ლონდონსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობის მოლაპარაკებები გაიმართება.