საზოგადოებრივი მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს კანცელარიაში, ირაკლი ზარქუას სახელზე პირველადი დახმარების მედიკამენტები დატოვეს.
"ჩვენ მას მივუტანეთ ვაზელინი, ბამბა და ბინტი, რომ უმკურნალონ თავს. თვალები ისედაც ახვეული აქვს, მაგრამ იქნებ ეს ბინტი გადაიკრას ბოლომდე,"- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ოთო გურგენიძემ.
მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წევრები ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს. მისივე თქმით, ზარქუამ ცემის ფაქტზე საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც ეს თავად აწყობდა.