ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპურად მიმდინარე ვირუსი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, მთავარია, დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია
„ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია, დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.