დიდი ბრიტანეთი 26 მლნ დოლარს გამოყოფს კორონავირუსისა და სხვა დაავადებების ახალი ვაქცინის შემუშავებისთვის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ნავარაუდევია, რომ თანხას გამოიყენებს ეპიდემიოლოგიური ინოვაციების კოალიცია (CEPI). გამომუშავებული ვაქცინის კლინიკური ცდების ეტაპზე ორგანიზაცია გადასვლას 4 თვის შემდეგ გეგმავს.
ქალაქ უხანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დეკემბრის ბოლოს აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსი 2019-nCoV იყო.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ეპიდემიას 361 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებულთა რაოდენობა კი 17 ათასს გასცდა.
ჩინეთის საზღვრებს მიღმა დაავადება 20 ქვეყანაში 100 ადამიანს დაუდგინდა. ასვე დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეპიდაფეთქება გლობალურ საფრთხედ აღიარა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.