„მე მგონია, რომ საერთოდ არ არის მზაობა საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული თუმცა ის ფიქრობს რომ შეთანხმება არ მოხდება.
„მე მგონია, რომ საერთოდ არ არის მზაობა საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით. სამწუხაროდ, არ ველოდები შეთანხმებას. მგონია, რომ დროის გაწელვის მიზნით ჩატარებული ღონისძიებებია, ვიდრე კონკრეტული შედეგის მისაღწევად“ ,- განაცხადა ჩუგოშვილმა.