ჩინეთში, ქალაქ უხანში, 25 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საავადმყოფო, რომლის მშენებლობა 24 იანვარს დაიწყო, ორშაბათიდან უკვე პირველ პაციენტებს მიიღებს.
საავადმყოფო 1000 პაციენტის მიღებას შეძლებს.
უახლოეს დღეებში დასრულდება მეორე საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც 1600 პაციენტზეა გათვლილი.
ამ დროისთვის, ახალმა კორონავირუსმა 305 ადამიანი იმსხვერპლა, აქედან 304 ჩინეთში, ხოლო 1 ფილიპინებში. ვირუსით დაინფიცირებულია 12 000-მდე ადამიანი.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.