ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 243 პაციენტი სრულად განიკურნა და გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. იტყობინება ადგილობრივი მედია.
ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში კორონოვირუსით სულ 11 374 პაციენტია დაინფიცირებული.
ამ დროისთვის, კორონავირუსმა 259 ადამიანი იმსხვერპლა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის გამო, გლობალური საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.