რომში, ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა.
მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის პრიზიორი გახდა შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელმაც მცირე ვერცხლის მედლებიც დაისაკუთრა.
ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გოგა ჩხეიძე (67 კგ). გარდა ამისა, გოგამ აკვრაში მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რომის მსოფლიო თასზე, გიორგი ასანიძის გუნდიდან ოთხივე სპორტსმენი ავიდა კვარცხლბეკზე. მედლების გარდა, ქართველმა ძალოსნებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები მოიპოვეს.