მსოფლიოში აღიარებული მწერალი ჯუან როულინგი მზადაა, გააგრძელოს ჰარი პოტერისა და მისი მეგობრების ისტორია.
"შემიძლია დავწერო მერვე და მეცხრე წიგნი", - განაცხადა როულინგმა და დასძინა, "მართალია მიმაჩნდა, რომ ეს ციკლი დამთავრებული მქონდა, მაგრამ ვხედავ რომ გაგრძელების პრესპექტივა არსებობს".
უნდა აღინიშნოს, რომ ჰარი პოტერზე გამოცემული 400 მილიონი წიგნია გაყიდული და ყველა წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმები.
2010 წლის ნოემბერში მაყურებელი "პოტერიანის" ახალ ფილმს იხილავს.