კორონავირუსი უკვე რუსეთშია. მედიის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ადამიანი ჩინეთის მოქალაქეა.
ორივე პაციენტი იზოლირებულია და როგორც რუსეთის მთავარი სანიტარი ანა პოპოვი განმარტავს, ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისი განმარტებით, მათ მაღალი ტემპერატურა დაუდგინდათ, თუმცა ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.