გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარსა და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.