რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი.
სამედიცინო დასკვნა საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელიც სამშობლოში ქალაქ უხანიდან დოჰას გავლით დაბრუნდა, რამდენიმე საათში უკვე მზად უნდა იყოს.
ქალი ცხელებითა და რეპირაციული ინფექციის სხვა ნიშნებით ინფექციურ საავდმყოფოში თვითდინებით მივიდა და მას შემდეგ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკაში იმყოფება კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, ასევე ქართველი, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა. რაც შეეხებათ, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს - სწრაფმა ტესტმა დაადასტურა, რომ ორ მცირეწლოვან ბავშვს A ტიპის ვირუსი აქვს.
გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის გამო, გლობალური საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.