დღეს, ლონდონის დროით 23:00 საათზე, ბრექსიტის რეფერენდუმიდან თითქმის 4 წლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო საბოლოოდ დატოვებს ევროკავშირს.
ბრიტანეთში ემზადებიან ბრექსიტის თარიღის აღსანიშნავად. დაუნინგ სტრიტზე, სადაც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა განთავსებული, დამონტაჟდება საათი, რომელზეც ბრექსიტამდე დარჩენილ წუთებს აითვლიან.
ამ დღის აღსანიშნავად მიმოქცევაში შევა სპეციალურად ამ დღისთვის მოჭრილი 50-პენსიანი მონეტა. დღესვე პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას საგანგებო სიტყვით მიმართავს.
ლონდონისგან განსხვავებით ევროკავშირში არ აპირებენ ამ თარიღისთვის განასკუთრებული ყურადღების დათმობას. იუწყებიან, რომ გაერთიანების სახელით განცხადებას პრესსამსახური გააკეთებს.
ევროპარლამენტის წინ აღმართულ დიდი ბრიტანეთის დროშებს დღეს ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ჩამოხსნიან და ბრიუსელში, ევროკავშირის ისტორიის მუზეუმში განათავსებენ.
ამიერიდან, ვიდრე შემდგომ გაფართოებამდე, ევროკავშირის შემადგენლობაში 27 ქვეყანა იქნება.