დიდი ბრიტანეთს პარლამენტის წევრმა და ხაზინის კანცლერმა საჯიდ ჯავიდმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა მონეტა, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა, ევროკავშირის დატოვების აღსანიშნავად გამოუშვებს.
მუქი შეფერილობის მონეტაზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თარიღია - 31 იანვარი, 2020 წელი - ამოტვიფრული.
მონეტაზე, ნომინალური ღირებულებით 50 პენსი, ამოტვიფრულია ასევე წარწერა "მშვიდობა, კეთილდღეობა და მეგობრობა ყველა ქვეყანასთან".
მონეტის მიმოქცევაში გამოსვლა 31 იანვარს იგეგმება. თავდაპირველად, ის 3 მლნ ერთეული იქნება, წლის ბოლომდე კიდევ 7 მლნ ჩაეშვება მიმოქცევაში.
სამეფო ზარაფხანის ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ონლაინ მაღაზიაში მონეტის შეძენის სურვილი უკვე 15 000-მდე ადამიანმა გამოთქვა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.