თურქეთი და თავისი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციისთვის სატვირთო თვითმფრინავს აგზავნის. თვითმფრინავი ანკარიდან აფრინდა და 49 ადამიანს ანკარაშივე ჩამოიყვანს.
თურქული მედიის ინფორმაციით, 49-დან 34 თურქეთის, 7-7 საქართველოსა და აზერბაიჯანის, ერთი კი ალბანეთის მოქალაქეა.
ანკარაში ჩასვლის შემდეგ 49-ვე მოქალაქე რამდენიმედღიან საკარანტინო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
უხანიდან საქართველოს მოქალაქეების შესაძლო ევაკუირების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
"ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება მოქალაქეების ევაკუცია", - განაცხდა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.