ევროსაბჭოს რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება, საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება. ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაედოს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
"ევროსაბჭოს სტატუტი და ასევე შეთანხმება იმუნიტეტების შესახებ, რომლის ხელმომწერები ვართ იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან, რომელზეც ქალბატონი სალომე იდგა რამოდენიმე დღის წინ, თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს, იმ პერიოდიდან ვართ ჩვენ იმ ტექსტების მონაწილე და რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არ შემოშვება, საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება.
ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაედოს სახელმწიფოს. ასევე არსებობს ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა. ჯერ მანამდე დროა. როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ტარდება ეს სხდომა საქართველოში, თბილისში, ტარდება სტრასბურგში, თუ ვინ ჩამოდის, ვინ მიდის, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება მსჯელობა. წინასწარ ის აჟიოტაჟი, რაც მოხდა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა და მისი პიროვნება, ინსტიტუტი იყოს დაკნინებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.