გასაკვირია, რომ პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილებში ძალიან მცირე დოზით ან საერთოდ არ კეთდება აქცენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემაზე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვია გამოგზავცნილ წერილებთან დაკავშირებით.
„გასაკვირია, რომ ამ წერილებში საერთოდ არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.