საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის გამო, ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.