„ხელისუფლების ნათქვამ სიტყვას აქვს ნულის ფასი, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ხალხის დაკვეთაა სისტემა, რომელიც არცერთ პარტიას არ მისცემს ხელისუფლების მიტაცების საშუალებას.
„ხელისუფლების ნათქვამ სიტყვას აქვს ნულის ფასი. ვიცით დიპლომატების განწყობა, ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება. გვინდა სისტემა, რომელიც არც ერთ პარტიას არ მისცემს ხელისუფლების მიტაცების საშუალებას", - აცხადებს ბურჯანაძე.