23 ოქტომბერს ბათუმელი მსმენელის წინაშე ცნობილი ფრანგული ჯგუფი, The Supermen Lovers წარდგება. ბათუმში კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება.
ცნობისათვის: The Supermen Lovers ფრანგული მუსიკალური ჯგუფია, რომელმაც სახელი ელექტრონული მუსიკის შექმნით გაითქვა. მათმა სინგლმა - "სტარლიგჰტ", 2001 წელს, ბრიტანულ ჩარტებში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ტურიზმის სააგენტოსა და კომპანია"Event Group"-ის ინიციატივით აჭარაში Weekend ტურების ორგანიზება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ტურისტული პაკეტები, რომელთა შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ ფასდაკლებას სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში (15-25%), ასევე გასართობ კლუბებსა და ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში უფასოდ შესვლის უფლებას, ტურისტული პაკეტების ღირებულება 55 ლარიდან იწყება.
ქართველი პოპ და როკ მუსიკის ვარსკვლავებთან ერთად ყოველ შაბათს, სპეციალურად მოწყობილ სცენებზე ბათუმში დაუკრავენ სპეციალურად მოწვეული უცხოელი ვარსკვლავები.