ჩინეთის ხელისუფლება აღაშფოთა დანიურ გაზეთ Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულმა კორონავირუსის კარიკატურამ.
კარიკატურაზე, რომელიც გაზეთში 27 იანვარს გამოქვეყნდა, ჩინეთის დროშის ფერის ფონზე ხუთის ვარსკვლავის ნაცვლად კორონავირუსის ნაწილაკებია გამოსახული.
ჩინეთის საელჩო კოპენჰაგენში მიუღებელი იწოდა ამ გამოსახულებას და გამოცემისგან დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
"მაშინ როდესაც ჩინეთი საგანგებო ვითარებაში იმყოფება და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩვენი ქვეყნის მხარადჭერისკენ არის მოწოდებული, ეს კარიკატურა, რომელიც გასცდა გამოხატვის თავისუფლების ეთიკის საზღვრებს, შეურაცხჰყოფს ჩინეთსა და ჩინელი ხალხის გრძნობებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის საელჩოს განცხადებას, გამოეხმაურა გაზეთის რედაქტორი იაკობ ნიბრო, რომელმაც განმარტა, რომ მათ ჩინეთში არსებული ვითარების აბუჩად აგდება მიზნად არ ჰქონდა დასახული.
მისი თქმით, ის ვერ იჯერებს, რომ კარიკატურამ შესაძლოა ვინმეს გრძნობებზე შეურაცხმყოფელად იმოქმედოს.
"როგორც ჩანს მოვლენებს განსხვავებულად აღვიქვამთ", - დასძინა რედაქტორმა და აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.