გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იტყობინება Deutsche Welle.
გამოცემის ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირებული იზოლირებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილური. სამედიცინო პერსონალის თქმით, ცდილობენ გააფრთხილონ ყველა ადამიანი ვისაც კი უახლოესი დღეების განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ პაციენტთან.
28 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხმა 100-ს გადააჭარბა, ინფიცირებული კი 4500-ზე მეტი ადამიანია.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.