ჩინეთს ხელისუფლების განცხადებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. მათივე განცხადებით, დაინფიცირებულია 3000-მდე ადამიანი.
ახალი ვირუსის გამო, ხელისუფლებამ საახალწლო არდადეგები კიდევ რამდენიმე დღით გაახანგრძლივა.
ამ დროისათვის, უხანი, საიდანაც გავრცელდა ახალი კორონავირუსი, ჩაკეტილია.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.
25 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 1300-მდე ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.