ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სომხეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სომხეთის სურსათის უსაფრთოხების სამსახურმა განაცხადა.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.
25 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 1300-მდე ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, სინგაპურში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.