ავსტრალიის ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
"პაციენტი იზოლირებულია და მკურნალობს. ამ ეტაპზე, არ გყვავს სხვა პაციენტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ამ ვირუსის სიმპტომები", - განაცხადა შტატის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტი 50 წლის ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც ავსტრალიაში ჩინეთის ქალაქ გუანჯოუდან 19 იანვარს ჩავიდა.
ამჟამად ის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მელბურნის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში.
როგორც იტყობინებიან ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში კიდევ 4 ადამიანს უტარებენ ლაბორატორიულ შემოწმებას, რომელთაც შესაძლოა დაუდასტურდეთ კორონავირუსის ინფექცია.
25 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 1300-მდე ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ნეპალში, მალაიზიაში სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს, რომელიც 20 იანვარს უხანიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამა-შვილს იდენტური ვირუსი დაუდგინდათ.
ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ, ველამველლი მურჰიდარანმა განაცხადა, რომ კოროვირუსების ახალი სახეობა აღმოუჩინეს საუდის არაბეთში მომუშავე ინდოელ მედდას.