საფრანგეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია დაადასტურა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პარიზსა და ბორდოში.
24 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 900 ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ნეპალში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს, რომელიც 20 იანვარს უხანიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამა-შვილს იდენტური ვირუსი დაუდგინდათ.
ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ, ველამველლი მურჰიდარანმა განაცხადა, რომ კოროვირუსების ახალი სახეობა აღმოუჩინეს საუდის არაბეთში მომუშავე ინდოელ მედდას.