წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ "მაესტროს" ეთერში.
კალაძემ თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება. მინდა, ყველას თავშეკავება ვთხოვო, იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ პარტიას, მხედველობაში მყავს ნაციონალური მოძრაობა, არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის და ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ახერებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩემს თანაგუნდელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. სწორედ საზოგადოება მიიღებს 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს", - განაცხადა კახა კალაძემ.