მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა დაბაში 70-სმ გადააჭარბა, მაღალი ზონის სოფლებში კი ერთ მეტრს. იტყობინება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
კურორტ გოდერძზე მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელია.
ტრანსფორმატორის დაზიანების გამო, ხულოში დეკანაშვილების თემში შუქი არ მიეწოდება 800-მდე აბონენტს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის 17 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი არ შედგა.

